12 მარტი, ოთხშაბათი, 2025
12 მარტი, ოთხშაბათი, 2025

მაკა ბოჭორიშვილი: კონფლიქტები კვლავ ახდენს ზემოქმედებას ქალებსა და გოგონებზე, რომლებსაც უწევთ ძალადობასთან, იძულებით გადაადგილებასა და ეკონომიკურ სიდუხჭირესთან გამკლავება. ჩემი ქვეყანა არ არის დაცული უსაფრთხოების გამოწვევებისგან

სამწუხაროდ, ჩემი ქვეყანა არ არის დაცული უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებისგან, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაერო-ს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით მდგომარეობა შემაშფოთებელია.

„კონფლიქტები კვლავ ახდენს ზემოქმედებას ქალებსა და გოგონებზე, რომლებსაც ხშირად უწევთ ძალადობასთან, იძულებითი გადაადგილებასა და ეკონომიკურ სიდუხჭირესთან გამკლავება. გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ სწრაფვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, ჩემი ქვეყანა არ არის დაცული უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებისგან.

როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები ადასტურებს, რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და ინარჩუნებს ეფექტურ კონტროლს ადგილზე, სადაც, საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის პირობებში, სიტუაცია კვლავ შემაშფოთებელია.

აქვე, ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელება და შესაბამის ფორმატებში ქალთა სრულფასოვანი მონაწილეობა. გარდა ამისა, საქართველო 2012 წლიდან რეგულარულად ამტკიცებს ეროვნულ სამოქმედო გეგმებს (NAP)”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები