დავით მათიკაშვილი: ურეიტინგო და ხელმოცარული რადიკალური ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში შედეგი ერთი იქნება – მათ საზოგადოების არანაირი ნდობა არ გააჩნიათ

თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, მიზეზი ერთი იქნება – კიდევ ერთხელ არ გამოაშკარავდეს ის უნდობლობა, რომელიც რადიკალების მიმართ საზოგადოებას გააჩნია, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

„ურეიტინგო და ხელმოცარული რადიკალური ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, შედეგი, ფაქტობრივად, ერთი იქნება. მათ არანაირი ნდობა არ გააჩნიათ საზოგადოების და თუ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ერთადერთი მიზეზი იქნება ის, რომ კიდევ ერთხელ არ გამოაშკარავდეს ის უნდობლობა, რომელიც რადიკალების მიმართ საზოგადოებას გააჩნია. თუმცა, ჩვენ ბევრჯერ გვინახავს მათი ვითომ პრინციპული გადაწყვეტილებები, რომლებიც ძალიან მალე შეცვლილა, ამიტომ ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რიგი დადგეს რადიკალური ოპოზიციური პარტიების იქ დასარეგისტრირებლად“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

5 მარტს ცნობილი გახდა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება, მონაწილეობა არ მიიღონ თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, „გირჩია”.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი: თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან...

დღეს ბათუმში ვმასპინძლობთ ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის – თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. მოხარული ვარ, რომ ამ ფორმატში პირველი შეხვედრა...