პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშხაბადში, კულტურულ პარკ-კომპლექსში „მახთუმკული ფრაგი“ შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო.

რუსთაველის ძეგლი პარკში სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების ცნობილ მოღვაწეთა მემორიალების გვერდით მდებარეობს.

მთავრობის მეთაური კულტურულ კომპლექსში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი: თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან...

დღეს ბათუმში ვმასპინძლობთ ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის – თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. მოხარული ვარ, რომ ამ ფორმატში პირველი შეხვედრა...