ისნის რაიონის გამგებელი დავით ხაბეიშვილი იქნება

ისნის რაიონის გამგეობას დავით ხაბეიშვილი უხელმძღვანელებს.
გამგებლის კანდიდატურა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის
მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
„დავით ხაბეიშვილი მერიის უწყებაში წლებია მუშაობს. ის გამგებლის მოადგილე
გახლდათ. დავითი პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია. იგი
გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და მენეჯერული თვისებებით. დარწმუნებული
ვარ, ის იქნება წარმატებული გამგებლის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და
ერთად მოვახერხებთ იმ გამოწვევების და პრობლემების დაძლევას, რომელიც
არსებობს. მინდა, დავით ხაბეიშვილს წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა კახა
კალაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად...

საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა და ამ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა, უცხოური აგენტურის ადგილი...