„პარლამენტის სახელით ვგმობთ შაბათს, აფხაზეთში, ე.წ. არჩევნების ჩატარებას, ვინაიდან ნებისმიერი აქტი, ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც განხორციელდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, მანამ სანამ საქართველოს იურისდიქცია სრულად არ არის აღდგენილი და ვიდრე აფხაზეთი არ არის დეოკუპირებული, არის უკანონო. შესაბამისად, ე.წ. არჩევნებიც არის უკანონო“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას და იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებსაც აფხაზეთში გამართული ე.წ. არჩევნები არ დაუგმიათ, დაგმონ და უკანონოდ გამოაცხადონ.