შალვა პაპუაშვილმა სტიქიასთან ბრძოლაში ჩართულ მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს, სამედიცინო პერსონალს, მოხალისეებს და ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა

„მინდა, მადლობა გადავუხადო  უპირველეს ყოვლისა მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს, რომლებიც პირველები იყვნენ სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად და მოსახლეობის მხარდასაჭერად“, –  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც   გურიასა და საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში დიდთოვლობის გამო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა  სტიქიასთან ბრძოლაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, მადლობა გადავუხადო  პოლიციის თანამშრომლებს, სამედიცინო პერსონალს. მადლობა გადავუხადო ყველას, მათ შორის, მოხალისეებს, რომლებიც ადგილზე ეხმარებოდნენ მოსახლეობას,  ადგილობრივებს, ვინც სტიქიასთან  საბრძოლველად, გვერდით დაუდგა ჩვენს მოქალაქეებს“,  – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“...

რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში „ახლების“...