4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გურამ მაჭარაშვილი: გერმანელი მინისტრისთვის სულელის დაძახება სისხლის სამართლის დანაშაული ყოფილა, ხოლო ქართველ პოლიციელზე ფიზიკური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლება და ჩვენ ეს უნდა დავიჯეროთ?

„ქალბატონო ბერბოკ, თქვენ მიიღეთ აყვავებულიგერმანია და იმდენი გააკეთეთ, თქვენი ამპოლიტიკით, რომ დღეს თქვენი ქვეყანა ერთ-ერთმაჩანჩალად აქციეთ ევროპაში. ეს სტატისტიკისმონაცემებია, შეურაცხყოფა არ არის. ჩვენ 2012 წელსმივიღეთ გაჩანაგებული, დამონებული საქართველოდა ჩვენი სწორი პოლიტიკით ახლა გვაქვს მყარად, ორ ფეხზე მდგომი ქვეყანა.“- ასე მიმართა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას.

მაჭარაშვილმა პარალელები გაავლო საქართველოსა და გერმანიაში სახელმწიფო მოხელის მიმართ მოქალაქეების მხრიდან მიყენებული შეურაცხყოფის საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებს შორის,მოიყვანა სტატისტიკა, რამდენი მოქალაქეა სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემული გერმანელი მინისტრების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის და აღნიშნა, რომ ამ ფონზე გერმანია ითხოვს საქართველოში იმ პატიმრის გათავისუფლებას, რომელმაც პოლიციელს სახეში ხელი გაარტყა.

„მსურს ჩვენი საზოგადოების ყურადღება შევაჩეროგერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნაზეგათავისუფლდეს პატიმარი, რომელმაც ფიზიკურიშეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. აქ შეიძლებაგასაკვირი, არც არაფერი ყოფილიყო, თავადგერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენაბერბოკი თავად რომ არ იყოს რეკორდსმენიგერმანიის მოქალაქეების სისხლის სამართლებრივიწესით დევნაში. ბოლო ოთხი წლის განმავლობაშიმისი მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ 513 ადამიანზე დაიწყო გამოძიება შეურაცხყოფისმუხლით, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ სტატისტიკაში მას მხოლოდ მისი კოლეგაეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი უსწრებს, რომლის მიმართვის საფუძველზე 805 ადამიანიაგამოძიების ქვეშ. ისე, რომ გადავთვალოთ, ესმინისტრები დღენახევარში ერთხელ წერენ საჩივარსთავიანთი მოქალაქეების წინააღმდეგ დასამინისტროს როდისღა ხელმძღვანელობენსაკითხავია.

სხვათა შორის ამ ორი მინისტრის მიმართვების გამოადამიანების დევნის, მათი ბინების ჩხრეკისმაგალითები მოიყვანა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმაჯეიდი ვენსმა მიუნხენის კონფერენციაზე, როდესაცგერმანიის დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობდა. შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ სახეში გარტყმაზეუარესი ის 513 თუ 815 შემთხვევა იქნებოდა. ნურასუკაცრავად, ადგილი აქვს ასეთ შემთხვევებს, როცაქალბატონ ბერბოკს ერთ-ერთმა მოქალაქემსოც.ქსელში ტერორისტი, 58 წლის მამაკაცმა კიმსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთამინისტრი უწოდა, ბოლო ეპითეტის ავტორსქართველებისთვის კარგად ნაცნობმა მიხეილროთმაც კი უჩივლა, რომელიც აქ ჩვენ ჭკუასგვასწავლის, არადა მას სოც.ქსელში მშიშარაქვეშაფსიას უწოდებენ. ამ ფაქტტან დაკავშირებითაცაღძრეს სისხლის სამართლის საქმე. სხვათა შორისსასამართლომ ეს ადამიანები 9600 ევროთი ანუდაახლოებით 30 ათასი ლარით დააჯარიმა. ასეთი კიდაახლოებით ასეულობით საქმეა.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა ამმოქალაქეს ქალბატონ ბერბოკისთვის და ბატონროთისთვის სახეში რომ შემოერტყა. არა სოც.ქსელშიდაეწერა, რომ სულელი საგარეო საქმეთამინისტრიაო, არამედ სახეში გაერტყა, როგორცამაღლობელმა გაარტყა პოლიციელს, რას უზამდნენმაშინ ამ მოქალაქეებს გერმანიაში. ეს ადვილიწარმოსადგენია განსაკუთრებით ფარისეველისაგარეო საქმეთა მინისტრის ფონზე.

ახლა ისიც წარმოვიდგინოთ, რა შეფასება ექნებოდაიმავე სამინისტროს, ჩვენს რომელიმე მინისტრს რომმიემართა პროკურატურისთვის 513 მოქალაქისსაწინააღმდეგოდ და მეორე მინისტრს 815 მოქალაქის საწინააღმდეგოდ? ხომ ატყდებოდა ერთიამბავი ე.წ კრიტიკულ მედიებში, ჩვენი მინისტრებირით არიან დაკავებულებიო? ცალკე აღსანიშნავია, რომ ცოტახნის წინ გერმანიის მთავრობამთვითნებურად და დაუსაბუთებლად შინაგან საქმეთასამინისტროს რამდენიმე წარმომადგენელსგერმანიაში შესვლა შეუზღუდა. ეს განცხადება არისმუქარით მართლმსაჯულებაზე ზეწოლა. სამწუხაროდ, ასე ღიად ემუქრებიან საქართველოს.

ფაქტი ერთია, სულელის და ტერორისტის დაძახებისგამო მოქალაქის სისხლის სამართლის წესითმდევნელი მინისტრისგან გამოხატვისთავისუფლებასა და თმენის ვალდებულებაზემითითება სხვა არაფერია თუ არა ფარისევლობა, რასაც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, გერმანელიპოლიტიკოსების მხრიდან ჩვენ შეჩვეულები ვართ. საქმე ისაა, რომ ბერბოკის ეს ხელწერა ჩვენთვისკარგადაა ცნობილი, რადგან მისი მსგავსი აგენტებიჩვენთანაც მრავლად არიან. ასევე, გასაკვირი აღარარის, რომ არც ბერბოკს, არც როთს და არცეკონომიკის მინისტრს გერმანია არ ადარდებს ისევე, როგორც საქართველო არ ადარდებს მათ აქაურწარმომადგენლებს. ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომსწორედ ასეთი ბერბოკებისა და როთებისგანდავიცავით ჩვენი ქვეყანა, როდესაც გამოვედით”ხალხის ძალა” უმრავლესობის რიგებიდან და ხალხსსიმართლე ვუთხარით, რითაც მივეცით საშუალება, რომ საქართველოში ეროვნული ხელისუფლებადარჩენილიყო და ეროვნულ ხელისუფლებას, სწორედ ჩვენი პოლიტიკით, მივეცით იმისსაშუალება, რომ ბოლომდე მიეყვანა და აეცილებინათავიდან ის უბედურებები, რაც ახლა უკრაინაშიხდება და ის უსამართლობები, რაც ევროპაში ხდება. ამიტომ ჰყავს დღეს საქართველოს ეროვნულიხელისუფლება, რომელიც ცდილობს გაამყაროსსუვერენიტეტი და არავის მისცეს უფლება, რომსახელმწიფო ინსტიტუტებზე შეურაცხმყოფელიშეტევა დაუშვას.

ქალბატონო ბერბოკ, თქვენ მიიღეთ აყვავებულიგერმანია და იმდენი გააკეთეთ, თქვენი ამპოლიტიკით, რომ დღეს თქვენი ქვეყანა ერთ-ერთმაჩანჩალად აქციეთ ევროპაში. ეს სტატისტიკისმონაცემებია, შეურაცხყოფა არ არის. ჩვენ 2012 წელსმივიღეთ გაჩანაგებული, დამონებული საქართველოდა ჩვენი სწორი პოლიტიკით ახლა გვაქვს მყარად, ორ ფეხზე მდგომი ქვეყანა. თქვენ არ ემსახურებითგერმანიას, ემსახურებით გლობალურ ომის პარტიასდა ეს გამოჩნდა. ჩვენ კი ვემსახურებითსაქართველოს და არა გლობალურ ომის პარტიას. აი, ეს განსხვავებაა აგენტებსა და სუვერენიტეტისდამცველ პოლიტიკოსებს შორის.

რა არის ამ ისტორიის მორალი? გერმანელიმინისტრისთვის სულელის დაძახება სისხლისსამართლის დანაშაული ყოფილა, ხოლო ქართველპოლიციელზე ფიზიკური თავდასხმა გამოხატვისთავისუფლება და ჩვენ ეს უნდა დავიჯეროთ? ამისაღარავის აღარ სჯერა. ბოლოს, მე მინდა, რომბუნდესტაგიდან გამოთხოვილი ინფორმაცია გადავცესაქართველოს მედიას, სადაც მოყვანილიაქალბატონი ბერბოკის მიერ მოქალაქეების მიმართსისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისმოთხოვნის სტატისტიკა.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები