4 მარტი, სამშაბათი, 2025
4 მარტი, სამშაბათი, 2025

სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენის საკითხს პარლამენტი სესიაზე პირველი მოსმენით დღეს განიხილავს

სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენის საკითხს პარლამენტი სესიაზე პირველი მოსმენით დღეს განიხილავს.

აღნიშნული ნორმის თანახმად, სამშობლოს ღალატად ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კონკრეტული ქმედებების ჩადენა, მაგალითად, როგორიცაა – ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა და სხვა.

მმართველ პარტიაში აღნიშნული მუხლის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობენ და იხსენებენ 2008 წლის ომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სახელმწიფოს ღალატის მუხლის გაუქმების მიზეზებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები