“უსაგნო და არაფრისმომცემი სანქცირებით ჩვენს თანამოქალაქეებს რომ არაფერი დააკლდებათ ნიკა გურინმა კარგად უნდა იცოდეს, მაგრამ ხსენებული სისაძაგლის ჩამდენი უცხო ჩინოვნიკებისთვის მადლობების არ დანანება, ამ ახალგაზრდა კაცს ფსკერს ქვემოთ რომ ადაბლებს, ეს გახლავთ სამწუხარო რეალობა”,-წერს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, “ქართული ოცნების” დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ყვარლის ევროკლუბის ხელმძღვანელის, ნიკა გურინის შესახებ, რომლითაც ის ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს მადლობას უხდის ბრძანებისთვის, რომ ისინი ქართველ ოფიციალურ პირებს აღნიშნულ ქვეყნებში შესვლას უკრძალავენ.
როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა თუ რა სავალალო შედეგები მოაქვს უცხო ქვეყნის ინტერესების მსახურებას და ფსევდო იდეოლოგიით ტვინის გამორეცხვას.
“უმძიმესი სანახავია ეროვნულ ფესვებს მოწყვეტილი და სამშობლოსთან დაპირისპირებული ადამიანის ქცევა, ნათელი მაგალითი იმისა თუ რა სავალალო შედეგები მოაქვს უცხო ქვეყნის ინტერესების მსახურებას და ფსევდო იდეოლოგიით ტვინის გამორეცხვას!
უსაგნო და არაფრისმომცემი სანქცირებით ჩვენს თანამოქალაქეებს: საჯარო მოხელეებს, სახელგანთქმულ სპორტსმენებს, უბრალოდ საკუთარ სამშობლოზე შეყვარებულ ქართველებს რომ არაფერი დააკლდებათ ნიკა გურინმა ეს კარგად უნდა იცოდეს, მაგრამ ხსენებული სისაძაგლის ჩამდენი უცხო ჩინოვნიკებისთვის მადლობების და ტაშისკვრის არ დანანება, ამ ახალგაზრდა კაცს ფსკერს ქვემოთ რომ ადაბლებს, ეს გახლავთ სამწუხარო რეალობა!
ამ ამბავმა ერთი მძიმე ეპიზოდი გამახსენა საუკუნის წინანდელი ისტორიიდან: ვაჟა-ფშაველას შვილია დავინდოთ, არ დავხვრიტოთო… უთქვამთ სერგო ორჯონიკიძესთვის, შვილი კი არა თვითონ ვაჟა-ფშაველა რომ იყოს მასაც დავხვრეტდიო… უპასუხა ორჯონიკიძემ!
მადლობა ღმერთს, დღეს თანამედროვე ბოლშევიკები ცხელი ტყვიით ვერ უსწორდებიან ქართველ მამულიშვილებს, ტრაგიკული წარსულის განმეორება, უპირველეს ყოვლისა ქართველმა ხალხმა არ დაუშვა მაშინ როდესაც ხელისუფლებასთან ახლოსაც არ მიუშვა ჩვენი დროის ორჯონიკიძეები, თუმცა ყვარლის მიწა წყლის შვილი, საკუთარი თანამოძმეების და მათ შორის, ჩვენი ქვეყნის სიამაყის ლაშა ტალახაძის ყოვლად უსამართლოდ სანქცირებისთვის მადლობებს რომ არ იშურებს უცხო ქვეყნის ჩინოვნიკების მისამართით, ესეც ტრაგედიაა, ერთი ახალგაზრდა კაცის ტრაგედია და აგენტურის მძიმე ხვედრი!!!”- წერს მათიკაშვილი სოციალურ ქსელში.