რატი იონათამიშვილი: ბალტიისპირეთის ქვეყნებმა არაერთხელ სცადეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვა, მათი გადაწყვეტილებები, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული

სამწუხაროდ, არახალია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს მიმართ ყველაზე მტრულ და უსამართლო პოზიციონირებაში არიან მხილებული. მათ არაერთხელ სცადეს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი შეელახათ, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

„მათი გადაწყვეტილებები და პოზიციები ყოველთვის ამაოდ რჩება და ვერანაირ შედეგს ვერ აღწევენ, გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას მკაფიო დამოკიდებულება უყალიბდება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ. მათ უნარი თუ არ აქვთ, კონკრეტული დასკვნები გამოიტანონ საკუთარი უსაფუძვლო, მტრული გადაწყვეტილებებიდან, შეუძლიათ, ასე გააგრძელონ. საბოლოო ჯამში, მათ ხელში შერჩებათ ფარატინა ფურცლები, მაგრამ, როგორც ჩანს, უკეთეს ქაღალდებს არ იმსახურებენ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც კიდევ 55 ქართველს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“...

რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში „ახლების“...