იმერეთის რეგიონში ექვსი სოფელია ჩაკეტილი. გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

იმერეთის რეგიონში ამ დროისთვის ექვსი სოფელია ჩაკეტილი. გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტებში მოსახლეობას საჭიროებისამებრ მიეწოდება პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთები.

„ამ დროისთვის ჩაკეტილია 6 სოფელი. ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს წმენდით სამუშაოები. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მოახდენს დიდთოვლობის გამო მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის შესწავლას. ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს იმერეთის რეგიონში მოსახლეობისათვის პროდუქტებისა და საჭირო ნივთების მიწოდება“, – აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი: ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს...

საფრანგეთი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა სენატის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „ქვეყნის უსაფრთხოება მხოლოდ მის საზღვრებსა თუ...