კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ჯანიკაშვილთან, მერის მოადგილეებთან – დავით დურგლიშვილთან და გოჩა ვარდიაშვილთან ერთად, ხანდაზმულთა სათნოების სახლ „სავანე“-ში იმყოფებოდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბენეფიციარები მოინახულეს, ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, დედის დღე და გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს.
ხანდაზმულთა სათნოების სახლი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მდებარეობს, სათნოების სახლში, ამჟამად 14 ბენეფიციარია.