ნანუკა ჟორჟოლიანი რეგიონის მოსახლეობაზე: გვაკლია ინტეგრაცია დედაქალაქის რეგიონთან. ჩვენ როდესაც გვწყინს, რატომ შემოხაზე „41“, 1 კილო კარტოფილში რატომ გამცვალე? ვისზე ვლაპარაკობთ? ჩვენ არ გვაქვს სწორი წარმოდგენა, რა ხდება რეგიონში

გვაკლია ინტეგრაცია დედაქალაქის რეგიონთან. ჩვენ როდესაც გვწყინს, „რატომ შემოხაზე „41“, „1 კილო კარტოფილში რატომ გამცვალე?“. ვისზე ვლაპარაკობთ? ჩვენ არ გვაქვს სწორი წარმოდგენა, რა ხდება რეგიონში, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა რეგიონის მოსახლეობაზე საუბრისას.

„ჩვენ სულ ვამბობთ, რომ გვაკლია ინტეგრაცია დედაქალაქის რეგიონთან. ჩვენ არ ვიცით, იმ ხალხს რა პრობლემა აქვს. როდესაც მათზე გვწყინს და ვამბობთ, რომ „რატომ შემოხაზე „41“?“ „ერთ კილო კარტოფილში რატომ გამცვალე?“.

ვისზე ვლაპარაკობთ? – ჩვენ არ გვაქვს სწორი წარმოდგენა, რა ხდება რეგიონში. ხალხს ვეჩხუბებით, რატომ გაგვცვალეს „41“-ზე?! სიგიჟეა! ჩვენ არ გვაქვს სწორი წარმოდგენა, რა ხდება რეგიონებში. როგორ გააღატაკეს. გაღატაკებული ადამიანის ერთი კილო კარტოფილით ყიდვა შესაძლებელია და იმას, ვისაც ის სახლში აქვს, ვერ იყიდი“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, სტიქიის შედეგად რეგიონებში არსებული ვითარება უკეთესად დაინახეს და „მომავალში უკეთესად დაიგეგმებიან“ უკეთესი შედეგისთვის.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“...

რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში „ახლების“...