პრემიერი: იმერეთში შტაბი მობილიზებულია, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები ელექტროენერგიის აღსადგენად, რთული მდგომარეობაა ჯერ კიდევ ბევრ ლოკაციაზე, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად ვითარება საათობრივად უმჯობესდება

იმერეთში რთული მდგომარეობაა ჯერ კიდევ ბევრ ლოკაციაზე, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები და საათობრივად ვითარება უმჯობესდება. მთავარია, სრულად იყოს მობილიზებული შტაბი შემდეგი დღეების განმავლობაშიც, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს იმერეთის რეგიონში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, 2-3 დღეში უკვე არსებითად იქნება შესაძლებელი პრობლემის დარეგულირება.

„მოვისმინეთ ინფორმაცია იმერეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. შტაბი არის მობილიზებული, 5 მუნიციპალიტეტია, სადაც შედარებით რთული ვითარებაა. რამდენიმე ჩაკეტილი სოფელია, სადაც ვერ ხერხდება კომუნიკაცია, ზოგადად სოფლების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, სადაც შეზღუდულია კომუნიკაცია, თუმცა მაქსიმალურად, სხვადასხვა ფორმებით ცდილობენ სოფლებში შესვლას ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე სამაშველო სამსახური. ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც არის, თუმცა აქაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები და უკვე ამ დღეების განმავლობაში ბევრ აბონენტს აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. რთული მდგომარეობაა ჯერ კიდევ ბევრ ლოკაციაზე, თუმცა ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები და საათობრივად ვითარება უმჯობესდება. მთავარია, სრულად იყოს მობილიზებული შტაბი შემდეგი დღეების განმავლობაშიც. ვფიქრობთ, 2-3 დღეში უკვე არსებითად იქნება შესაძლებელი პრობლემის დარეგულირება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“...

რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში „ახლების“...