სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისის საქმის განხილვა დაასრულა. მთავარი კითხვები ეხება საპოლიციო ღონისძიებებს, უწყებას მაშინ გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა.
პარტიაში – „საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ საქმესთან დაკავშირებით კითხვებს მათი ლიდერი არ გაურბის, თუმცა, გიორგი გახარია „იმედის“ გადამღებ ჯგუფთან არ ჩნდება.
პარტიის წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, გახარია მზად არის, ობიექტურ გამოძიებას ხელი შეუწყოს.
„გადამეტება სად იყო ძალის თუ არსად არ იყო, ამას გვეტყვის სასამართლო, მანამდე დავუცადოთ. პასუხებს არ გაურბის [გიორგი გახარია], მეტიც – მან თქვა, რომ მზად არის, თუ იქნება ობიექტური გამოძიება, გამოძიებას შეუწყოს ხელი, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ობიექტური გამოძიება არ იქნება”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ტელეკომპანია „იმედთან“ თანამშრომლობაზე გიორგი გახარიას მხრიდან უართან დაკავშირებით კი, ცქიტიშვილი აცხადებს, რომ „იმედი“ არაადეკვატურად იქცევა, ხოლო კერძო ტელევიზიასთან აქცია ადეკვატური იყო.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისის საქმის განხილვა დაასრულა. მხარეები ევროპელი მოსამართლეების გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.
მას შემდეგ, რაც მოსამართლეების კითხვები უკავშირდებოდა გიორგი გახარიას მიერ საპოლიციო ღონისძიებების დაგეგმვის სისწორეს, მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ დიდი პალატა ძალაში დატოვებს პირველი პალატის გადაწყვეტილებას, რითაც დგინდება, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს სახელმწიფომ ევროპული სტანდარტებით იმოქმედა, კითხვის ნიშნები კი უშუალოდ ოპერაციის დაგეგმვის და სპეციალური საშუალებების გამოყენებას ეხებოდა.








