მამუკა მდინარაძე: თურმე „ნაცებს“ არ აწყობთ, რომ ტექნიკამ იმუშაოს. ეს არის მათი სახე

თურმე „ნაცებს“ არ აწყობთ, რომ ტექნიკამ იმუშაოს. ერთ-ერთ ვიდეოში, სანამ Live-ი ჩაირთვებოდა წინასწარ გაეპარათ ხმა, რომ არ აწყობდათ ტექნიკის მუშაობა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„რამდენიმე დღეა მანიპულაცია მიმდინარეობს ასეთ თემებთან დაკავშირებით. წარმოუდგენელი ამბავი ხდება იმიტომ, რომ აქაც კი იქნება რაღაცას გამორჩნენ მავნებლობასთან დაკავშირებით, რაც ძალიან სამწუხაროა. გუშინდელი ერთი ვიდეოც მოწმობდა ამას, რომ თურმე „ნაცებს“ არ აწყობთ, რომ იმუშაოს ტექნიკამ. ნახეთ თქვენ, როგორ გაეპარათ ერთ-ერთ ვიდეოში მათ ხმა, სანამ Live-ი ჩაირთვებოდა წინასწარ გაეპარათ ხმა, რომ არ აწყობდათ ტექნიკა რომ მუშაობს. ეს არის მათი სახე, მაგრამ არ გავაგრძელებ იმიტომ, რომ ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის. ახლა არის ხელჩართული, ასე დავარქვათ, მუშაობის დრო იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეული ადამიანი გამოვიყვანოთ საჭიროების შემთხვევაში, მივაწოდოთ საჭირო მედიკამენტი და პროდუქტი,გაუწმინდოთ გზა, მივიდეთ დანიშნულების ადგილზე და ასე შემდეგ“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ის მუშაობს. არ გვაწყობს რომ მუშაობს“ – ნაცმოძრაობის ლიდერებს Facebook Live – ში სკანდალური ფრაზა გაეპარათ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი “ლელოს” წევრის, ირაკლი კუპრაძის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ზვიად...