მამუკა მდინარაძე: საკოორდინაციო შტაბი მუშაობს ინტენსიურ რეჟიმში. მთლიანად მობილიზებულია რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, საქართველოში რაც კი შეიძლება იყოს მძიმე ტექნიკა

საკოორდინაციო შტაბი მუშაობს ინტენსიურ რეჟიმში. მთლიანად მობილიზებულია რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, საქართველოში რაც კი შეიძლება იყოს მძიმე ტექნიკა სოფლებთან მიმართებაში, – განუცხადა ჟურნალისტებს ოზურგეთში მყოფმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, შესაბამისი ბაზების მიხედვით, რომელიც დღეს შეიქმნა, მიდის პრიორიტეტების მიხედვით დახარისხება.

„პრიორიტეტებში არ ვგულისხმობ ადამიანებს, გუშინ ვიღაცებმა ასე გაიგეს. ვგულისხმობ იმას, რომ სხვა მოთხოვნილებებთან შედარებით პირველი ამოცანა არის, რომ ადამიანები გადავარჩინოთ. ყველაფერი დანარჩენი არის შედარებით, რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვანი, თუმცა მეორეხარისხოვანი არაფერია. მათ შორის, საკვების მიწოდება, მედიკამენტების მიწოდება.

გვეთანამშრომლებიან სხვადასხვა ორგანიზაციები, რისთვისაც მადლობა მათ. მადლობა პირველ რიგში მაშველებს, ასევე მუნიციპალიტეტის, თავდაცვის სამინისტროს, შესაბამისი სხვა უწყებების წარმომადგენლებს. ასეულობით ადამიანზეა ლაპარაკი, ათასს გადასცდა ბევრჯერ, ორი ათასსაც შეიძლება უკვე. ჩართულები არიან სამუშაოებში და ყველაზე გაუვალ ადგილებშიც კი ცდილობენ მისვლას“, – აღნიშნა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად...

საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა და ამ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა, უცხოური აგენტურის ადგილი...