ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რომ არავის არავითარი მტკიცებულება არ აქვს, თუ სადმე ირღვეოდა საარჩევნო პრინციპები, ეს ხორციელდებოდა უხეში საგარეო ჩარევით, დანარჩენი ყველაფერი ცარიელი სპეკულაციებია და ამაში დარწმუნდება ყველა

რეალურად ყველამ იცის, რომ არავის არავითარი მტკიცებულება არ აქვს, თუ სადმე ირღვეოდა საარჩევნო პრინციპები, ეს ირღვეოდა იმით, რომ ხორციელდებოდა უხეში საგარეო ჩარევა ქართულ არჩევნებში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც ბრალს აყენებენ კონკრეტული ადამიანები, ამას სჭირდება მტკიცებულებების მიტანა.

„ვნახოთ, რას მიიტანენ. რეალურად ყველამ იცის, რომ არავის არავითარი მტკიცებულება არ აქვს. თუ სადმე ირღვეოდა საარჩევნო პრინციპები, ეს ირღვეოდა იმით, რომ ხორციელდებოდა უხეში საგარეო ჩარევა ქართულ არჩევნებში. დანარჩენი არის ყველაფერი ცარიელი სპეკულაციები და ამაში დარწმუნდება ყველა, როდესაც ვერავითარ მტკიცებულებას ვერ მიიტანენ შესაბამისი ადამიანები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად...

საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა და ამ პარტიას ჰქვია უცხოური აგენტურა, უცხოური აგენტურის ადგილი...