„სისხლის სამართლის კოდექსში“ ქვეყნის ღალატის მუხლის აღდგენის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება

„სისხლის სამართლის კოდექსში“ ქვეყნის ღალატის მუხლის აღდგენის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.

„ჩვენ თუ გავიხსენებთ იმ პერიპეტიებს და არგუმენტებს, რომელიც თავის დროზე საფუძვლად დაედო შესაბამისი ნორმის ამოღებას „სისხლის სამართლის კოდექსიდან“, დავინახავთ, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება. ერთი მხრივ, ტექნიკური რაღაც სარჩულით შეფუთული, რომელიც, საბოლოო ჯამში, სწორედ სახელმწიფოს სუვერენიტეტს უფრო მეტად მოწყვლადს ხდიდა.

ამდენად, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ შემთხვევაში, სამართლებრივი სტატუს-კვო აღდგეს და სამომავლოდ, სამშობლოს ღალატი არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული პოლიტიკური შეფასების საგანი“, – განუცხადა „ქრონიკას“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და...

ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა და ბაზრობს, რომ აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ, ამას გავუძელით, იმას გავუძელით და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. რასაც მოესწარით, ყველაფერს...