საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას პირველი კონსტიტუციის დღეს ულოცავს.
შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პირველი კონსტიტუციის მიღება ქვეყნის გასაბჭოებამდე სამი დღით ადრე მოესწრო და უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეიძინა.
„1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ ქვეყნის კონსტიტუცია მიიღო. მისი მიღება საქართველოს გასაბჭოებამდე სამი დღით ადრე მოესწრო და უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეიძინა.
ეს დოკუმენტი მომავალი თაობებისთვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის ფუნდამენტური წინაპირობა გახდა.
გილოცავთ პირველი კონსტიტუციის დღეს”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.