ნიკოლოზ სამხარაძემ და ეუთოს გენერალურმა მდივანმა უსაფრთხოების საკითხები, რეგიონში არსებული გამოწვევები და უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივები განიხილეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, რეგიონში არსებული გამოწვევები, უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივები და გავლენა, ასევე, საქართველოს არჩევნებზე მომზადებული ეუთოს დასკვნა.

საქართველომ დაადასტურა მზადყოფნა რეკომენდაციების შესასრულებლად.

ვენაში საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მიმდინარეობს, სადაც ქართული დელეგაცია მონაწილეობს. შეხვედრები და საკომიტეტო მოსმენები დღესაც გაგრძელდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და...

ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა და ბაზრობს, რომ აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ, ამას გავუძელით, იმას გავუძელით და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. რასაც მოესწარით, ყველაფერს...