21 თებერვალი, პარასკევი, 2025
21 თებერვალი, პარასკევი, 2025

ნინო წილოსანი: აშშ-დან გავლენიანი ადამიანები უკვე საჯაროდ ლაპარაკობენ, რომ უკრაინას შეეძლო ომის თავიდან აცილება. ეს თავიდანვე ნათლად ჩანდა, უბრალოდ იმდენად მძლავრად მუშაობდა „დიფ სთეითის“ მანქანა, რომ ვერავინ ბედავდა ამაზე საუბარს

უკრაინამ ვერ შეძლო ომის თავიდან აცილება და შეძლო საქართველომ. შევძელით იმ ძალიან დიდი ძალისხმევით და იმ წინააღმდეგობის გაწევით, რომელიც ალბათ ყველასთვის თვალნათელი იყო, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა. დეპუტატი გამოეხმაურა უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

„ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჭკვიანი, გავლენიანი ადამიანები უკვე საჯაროდ ლაპარაკობენ, რომ უკრაინას შეეძლო ომის თავიდან აცილება. ეს თავიდანვე ძალიან ნათლად ჩანდა, უბრალოდ იმდენად იყო საინფორმაციო სივრცე ჩაკეტილი და იმდენად მძლავრად მუშაობდა „დიფ სთეითის“ მანქანა, რომ ვერავინ ვერ ბედავდა [ამაზე საუბარს] და პირიქით, ამის საწინააღმდეგოს პროპაგანდირებდნენ. უკრაინამ ვერ შეძლო ომის თავიდან აცილება და შეძლო საქართველომ. შევძელით იმ ძალიან დიდი ძალისხმევით და იმ წინააღმდეგობის გაწევით, რომელიც ალბათ ყველასთვის თვალნათელი იყო“, – აღნიშნავს წილოსანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჯეფრი საქსი: 2021 წელს მე...