21 თებერვალი, პარასკევი, 2025
21 თებერვალი, პარასკევი, 2025

მიშო ჯავახიშვილი: საზოგადოება „ქართული“ რა თქმა უნდა, მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტში მიდის სერიოზული მუშაობა ახალი კანონების მიღებასთან დაკავშირებით

საზოგადოება „ქართული“ რა თქმა უნდა, მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტში მიდის სერიოზული მუშაობა ახალი კანონების მიღებასთან დაკავშირებით, – განაცხადა საზოგადოება „ქართულის “ წევრმა მიშო ჯავახიშვილმა საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებით.

„ამერიკულ „ფარაზე“ არის მუშაობა და ეს არის ზუსტად იდენტური, რომ სხვა დამატებითი კითხვები მოხსნან რადიკალურმა ძალებმა.

ასევე არის მედიასთან მიმართებით კანონი. მოგეხსენებათ, მედიის ნაწილი, ის მხარე, რომელიც როგორც აქტივისტები, ისე არიან წარმოჩენილები და ფაქტობრივად, სცდება ყველანაირი ქმედება, ქცევა იმ ჟურნალისტურ საფუძვლებს, რომლებიც არის მიღებული. ამიტომ ამ მხრივ საჭიროა, სწორად მიუდგეს სახელმწიფო ამ ყველაფერს.

ასევე მოგეხსენებათ, ბრუნდება უმნიშვნელოვანესი, 2007 წელს გაუქმებული მუხლი, რომელიც ეხება სახელმწიფოს ღალატს. უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინეს და ეს ჩანს და ეს შესაძლოა, იყოს 2008 წლის ომის დროს ჩადენილი, წინა ხელისუფლების, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ჩადენილი და ამაზე პასუხები, შეიძლება, გარკვეულწილად ჯერ კიდევ არ არის გაცემული.

ამ კანონების რეალური საჭიროება არის იმისათვის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩეს, იყოს მტკიცე და გაუმკლავდეს ყველა იმ სირთულეს, რომელიც მომდინარეობს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარედან, შემდეგ ეს ყველაფერი იყრის შიგნით თავს და ხდება შემდეგ სახელმწიფოს შერყევა. საზოგადოებას სჭირდება სწორი პასუხები, სწორი გადაწყვეტილება, შეფასება და ეს კანონები არის ამის გარანტი”, – განაცხადა მიშო ჯავახიშვილმა.

საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებით საზოგადოება „ქართულმა“ დღეს განცხადება გაავრცელა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჯეფრი საქსი: 2021 წელს მე...