21 თებერვალი, პარასკევი, 2025
21 თებერვალი, პარასკევი, 2025

სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სპეციალური ოპერაცია ჩაატარა, დაკავებული პირების სახლებიდან ამოღებულია საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში მიმდინარე ოპერატიული საქმიანობისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სპეციალური ოპერაცია ჩატარდა.

უწყების ცნობით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულა საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, მათ შორის, საბრძოლო მასალა, სხვადასხვა სახის ელექტრონული მოწყობილობა, ფულადი თანხა და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები.

დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან ასევე ამოღებულია საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჯეფრი საქსი: 2021 წელს მე...