20 თებერვალი, ხუთშაბათი, 2025
20 თებერვალი, ხუთშაბათი, 2025

დავით ქართველიშვილი: საზოგადოების მრავალწლიანი დაკვეთაა – სამშობლოს ყველა მოღალატემ პასუხი აგოს ჩადენილი დანაშაულისთვის

„სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნება სისხლის სამართლის კოდექსში, მედიაში ფეიკებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლა და მმართველი პარტიის მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გააჟღერა – არის საზოგადოების მრავალწლიანი მოთხოვნის ხორცშესხმა,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ექსპერტის თქმით, ქვეყნის მოღალატეებმა პასუხი აუცილებლად უნდა აგონ.

„სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნება სისხლის სამართლის კოდექსში, მედიაში ფეიკებთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლა და მმართველი პარტიის მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გააჟღერა – არის საზოგადოების მრავალწლიანი მოთხოვნის ხორცშესხმა.
საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მუშაობის პარალელურად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაცსექტის მიერ სწორედ ამ გაუქმებული მუხლის რეანიმირება, რომელიც ბევრ ეპიზოდს შეეხება ფიგურანტთა ფართო სპექტრის მიმართ.

კომისიის სხდომაზე მთავარი პროკურატურის ოფიციალურ წარმომადგენელს ეთხოვა, წერილობით გაეცა პასუხი ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის – აგვისტოს ომის დროს სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნების თანამშრომლობას საოკუპაციო ძალების სარდლობასთან.

საზოგადოების მრავალწლიანი დაკვეთაა – სამშობლოს ყველა მოღალატემ პასუხი აგოს ჩადენილი დანაშაულისთვის. საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიამ ჯერ კიდევ თავისი მუშაობის დასაწყისშია. წარმატება ვუსურვოთ მას და ზოგადად, ქართველ პარლამენტარებს,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

The Wall Street Journal: ტრამპის...