ექსპერტი ნინო ფოჩხუა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი განცხადებით, ბავშვიც კი მიხვდება, რას ემსახურებოდა 2007 წლის აპრილში, სააკაშვილის მიერ სისხლის სამართლის კოდექსიდან ამ მუხლის ამოღება, ახლა კი, როცა წინა ხელისუფლების საცეცები ქვეყნის მტრობას აგრძელებენ, საქართველოს ხელისუფლებამ სამართლიანად მიიღო აღნიშნული მუხლის აღდგენის გადაწყვეტილება.
“მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილი სრულიად შეგნებულად, უცხოელი პატრონების დავალებით, თავის ბანდფორმირებასთან ერთად, ემზადებოდა 2008 წლის ომისთვის, 2007 წლის აპრილის თვეში სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღო სამშობლოს ღალატის მუხლი. პატარა ბავშვიც კი მიხვდება თუ რას ემსახურებოდა ამ უმძიმესი მუხლის ამოღება კოდექსიდან.
და აი დღეს, მაშინ როცა სააკაშვილის საცეცები აგრძელებენ ქვეყნის მტრობას და მისი დამოუკიდებლობის რღვევას, საქართველოს ხელისუფლება აპირებს ამ მუხლის აღდგენას, სრულიად სამართლიანად.
გილოცავთ ჩვენი, უკვე ნამდვილად სუვერენული ქვეყანა, პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამს.” – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.