რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის ადგილს ვერ ხედავს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ლავროვი ევროკავშირს უკრაინის შეიარაღებასა და ომის გახანგრძლივებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მოსკოვი ვაშინგტონთან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო ჩამონათვალის განხილვას გეგმავს.
როგორც ლავროვმა განაცხადა, ევროპა უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ორჯერ მონაწილეობდა. პირველად, ეს იყო უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დროს, ხოლო მეორედ – მინსკის სამშვიდობო მოლაპარაკებების გაფორმებისას.