დავით ქართველიშვილი რუმინეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ: ურსულა ფონ დერ ლაიენის მორიგი და არა უკანასკნელი მარცხი ევროსაბჭოთა კავშირის ჭაობში…

რუმინეთის პრეზიდენტის კლაუს იოჰანისის თანამდებობიდან გადადგომას სოციალური ქსელით ეხმიანება პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ექსპერტის თქმით, რუმინეთის პრეზიდენტის გადადგომა კონსერვატორებისა და ტრადიციონალისტების ზეწოლით მოხდა და ეს ფაქტი ურსულა ფონ დერ ლაიენის მორიგი მარცხია.

“პოპულისტების” – არა. კონსერვატორების და ტრადიციონალისტების ზეწოლის ფონზე. თავისი პუბლიკაციების აი, სწორედ მსგავსი სახელწოდებების გამო – “რადიო თავისუფლება” მალე USAID-ის გზას დაადგება. ურსულა ფონ დერ ლაიენის მორიგი და არა უკანასკნელი მარცხი ევროსაბჭოთა კავშირის ჭაობში…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი გამსახურდია: ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა, აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ და...

ზოგი პოლიტიკოსი რომ დამდგარა და ბაზრობს, რომ აი ჩვენ იმდენი გადავიტანეთ, ამას გავუძელით, იმას გავუძელით და ვალს ადებენ, თავიანთი ჭკუით ბიძინას. რასაც მოესწარით, ყველაფერს...