მაკა ბოჭორიშვილი: რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება იყოს დაცული, თუმცა სიტყვის თავისუფლება არ უნდა იყოს გამოყენებული სხვა მიზნებისთვის, რასაც ჰქვია დეზინფორმაციის გავრცელება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება იყოს დაცული.

ამასთან, როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სიტყვის თავისუფლება არ უნდა იყოს გამოყენებული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება იყოს დაცული, თუმცა სიტყვის თავისუფლება არ უნდა იყოს გამოყენებული სხვა მიზნებისთვის, რასაც ჰქვია დეზინფორმაციის გავრცელება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, მომზადდება მედიის შესახებ კანონი. ის ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისი იქნება, რომლის თანახმად, დადგინდება მედიის ობიექტურობისა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...