შალვა პაპუაშვილი: 12 „ნაცი“ კვლავ დარჩა პარლამენტში. თუკი გადაწყვეტენ, რომ დატოვონ, რა თქმა უნდა, მივესალმებით

ვამბობდით, ერთ მდინარეში ორჯერ არავინ შედის. მათ გადაწყვიტეს მეორეჯერ შესულიყვნენ იმავე მდინარეში და ნახეთ, რაც დაემართათ მათ ამ საკუთარი ქცევით, – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას.

„49 „ნაცს“ გუშინ შეუწყდა მანდატი, პარლამენტში დარჩა 12 სასოწარკვეთილი „ნაცი“. ვნახოთ, ისინი რას გააკეთებენ, მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რაც საბოლოო ჯამში, რაც მათ მიიღეს საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე.

ვამბობდით, ერთ მდინარეში ორჯერ არავინ შედის. მათ გადაწყვიტეს მეორეჯერ შესულიყვნენ იმავე მდინარეში და ნახეთ, რაც დაემართათ მათ ამ საკუთარი ქცევით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, შემაწუხებელია, რომ 12 „ნაცი“ კვლავ დარჩა პარლამენტში.

„ერთადერთი,რაც შემაწუხებელია, 12 „ნაცი“ კვლავ დარჩა პარლამენტში. თუკი გადაწყვეტენ, რომ დატოვონ, რა თქმა უნდა, მივესალმებით“, – დასძინა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა 5 თებერვლის სხდომაზე 49 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...