5 თებერვალი, ოთხშაბათი, 2025
5 თებერვალი, ოთხშაბათი, 2025

ლევან ნიკოლეიშვილი USAID-ზე: ამაზე ბევრი ადამიანი ითბობდა ხელს, ჩართული იყო როგორც აშშ-ის ცენტრალური ოფისი, ასევე ქვემდებარე ოფისები და ქართველი ე.წ. ენჯეოები თუ ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ამ ყველაფრით სარგებლობენ

ამაზე ბევრი ადამიანი ითბობდა ხელს, დიდი რაოდენობა ადამიანებისა, აქ ჩართული იყო როგორც აშშ-ის ცენტრალური ოფისი, ასევე ქვემდებარე ოფისები და ქართველი ე.წ. ენჯეოები თუ ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ამ ყველაფრით სარგებლობენ, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გაირკვეს თუ რას ხმარდებოდა ის თანხები, რომელიც USAID-ის პროექტებით შემოდიოდა.

„USAID-ის საკითხთან დაკავშირებით, ბევრი ისეთი რაღაც გახდება ცნობილი, რომელზეც შეიძლება წარმოდგენაც კი არ გვაქვს, ერთი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ეს ფული არ იხარჯებოდა მიზნობრივად, არ ხმარდებოდა იმ საქმეს, რაზეც ვითომდა გაწერილი იყო, სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა და ეს სხვა მიმართულებები შენიღბული იყო სხვადასხვა პროექტის სახით. ამაზე ბევრი ადამიანი ითბობდა ხელს. ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა, ვინაიდან აქ ჩართული იყო როგორც აშშ-ის ცენტრალური ოფისი, ასევე ქვემდებარე ოფისები და ქართველი ე.წ. ენჯეოები თუ ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ამ ყველაფრით სარგებლობენ იმისათვის, რომ აქ სიტუაცია შექმნილიყო. რა თქმა უნდა, საუბარი არ გვაქვს ისეთ თემებზე და დაფინანსებებზე, რომლებიც შეეხებოდა ადამიანების კეთილდღეობას. გამჭვირვალობის კანონსაც რომ უწოდეს რუსული კანონი, ესეც ერთგვარი პროექტი იყო, დარწმუნებული ვარ ამაში იმიტომ, რომ სიტყვა რუსული არც ისე დადებით ასოციაციას იწვევს ადამიანების გონებაში. ამას ემატებოდა კიდევ სხვა რაღაცები და ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ამ USAID-თან დაკავშირებით კეთდება განცხადებები, სწორედ აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია როგორ ხდებოდა ამ თანხების განაწილება საქართველოში, რას ხმარდებოდა და ყველაზე მთავარი, რა იყო ამ ყველაფრის მიზანი, იყო თუ არა ამის მიზანი სახელმწიფოს სუვერენიტეტზე შეტევა“,- განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობის დაკავებისთანავე 90 დღით სხვა ქვეყნებისთვის საერთაშორისო დახმარების გაწევა გაყინა. მისი ეს განკარგულება USAID-საც შეეხო. მოგვიანებით ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა მკაცრად გააკრიტიკა ორგანიზაცია და ის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები