5 თებერვალი, ოთხშაბათი, 2025
5 თებერვალი, ოთხშაბათი, 2025

ლევან ნიკოლეიშვილი USAID-თან დაკავშირებულ მოვლენებზე: შეიძლება ასეთი გამოძიებების შედეგად, საქმე გვქონდეს საუკუნის სკანდალთან და პირდაპირ ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან

როდესაც ჩვენ ამ დიდ სახსრებზე ვლაპარაკობთ, რატომ არის შეერთებული შტატების დღევანდელი ხელმძღვანელობა ასე გაბრაზებული და მეორე, პრინციპული – ეს ყველაფერი გაარკვიოს ვინაიდან ისინი ხედავენ გარკვეულ ინტერესებს, იმ ინტერესებს, რომლებიც იყო გამოწვეული ამერიკის გადამხდელთა ფულის შეჭმით თუ გაფლანგვით თუ სხვა მიზნების განსახორციელებლად, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, როთაც USAID-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამერიკელი გადამხდელების ფული ხმარდებოდა კონკრეტული ადამიანების პირად ინტერესებს და ფინანსურ კეთილდღეობას და ეს აუცილებლად გამოსაძიებელია.

ლევან ნიკოლეიშვილმა მაგალითისთვის კორონავირუსის ვაქცინა მოიყვანა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ ამ პროცესის უკან სერიოზული ინტერესები და დიდი სახსრები იდგა.

„ეს არის ძალიან სერიოზული მომენტები, ვინაიდან ჩვენ ერთის მხრივ, როცა ვსაუბრობთ ომზე, შეიარაღებაზე და ა.შ. ეს ერთი უბედურება არის ხომ, რაც უკრაინაში ხდებოდა მაგრამ მეორე დიდი უბედურება გახლავთ ის, რომ აქ უკვე სავსებით მშვიდობიან ადამიანებზე იყო ლაპარაკი, რომელიც დაბნეულები იყვნენ. იმიტომ, რომ ისეთი დიდი უბედურება დაატყდა მაშინ მსოფლიოს „კორონავირუსის“ სახით, ამ დროს ვიღაცები, ფიქრობდნენ თავიანთი პირადი ინტერესებით, თავიანთი პირადი გამდიდრების მიზნით. ჩვენ ასევე ვიცით, გარკვეული ევროკავშირის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები იყვნენ ჩართულები სხვადასხვა ამ პროცესებში. ეს ყველაფერი არის გამოსაძიებელი და რა თქმა უნდა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამის შესახებ. და მეორე, რომ პრევენცია უნდა მოხდეს შემდგომში, რომ ასეთი რაღაცები აღარ განხორციელდეს. შეიძლება ასეთი გამოძიებების შედეგად საქმე გვქონდეს საუკუნის სკანდალთან და პირდაპირ ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები