გიორგი გამსახურდია: მოქალაქე გვარამიას განცხადება, შეიცავს სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებას, რომელიც ცალსახად დანაშაულებრივია და ეს თავადაც იცის

გიორგი გამსახურდია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ის სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებს, რაც ცალსახად დანაშაულია.

„პირველ რიგში, პოლიტიკოსი უნდა იყო, რომ პოლიტიკოსად მოვიხსენიო. მოქალაქე გვარამიას განცხადება, შეიცავს სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებას, რომელიც ცალსახად დანაშაულებრივია და ეს თავადაც იცის. თუ სურს თავის თანამოაზრეების ბედი გაიზიაროს, ამ შემთხვევაში, სწორი გზა აურჩევია. გზა დავულოცოთ!“, – წერს გიორგი გამსახურდია.

ან დავამხობთ ივანიშვილს და გამოვტაცებთ სამშობლოს რუსეთს, ან ეს პროტესტები დარჩება ლამაზ მოგონებად, – წერს გვარამია სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...