მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის წინაშე დღეს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით წარდგება

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს საქართველოს პრეზიდენტის მოხსენებით გაიხსნება.

მიხეილ ყაველაშვილი ყურადღებას გაამახვილებს საკითხებზე, რაც გასულ წელს მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის. პრეზიდენტი 2024 წლის არჩევნებთან და შიდა პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებითაც ისაუბრებს.

პარლამენტის წევრებს კი მოხსენების შემდეგ სიტყვით გამოსვლის საშუალება ექნებათ. პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...