პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსად კახა ოქროჯანაშვილი დაინიშნა, – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კახა ოქროჯანაშვილის დანიშვნის ბრძანებას 30 იანვარს მოაწერა ხელი.

კახა ოქროჯანაშვილი სხვადასხვა წლებში მუშაობდა: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...