„ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მავნებლური კამპანია – რადიკალები დედაქალაქში საცობების ხელოვნურად შექმნას გეგმავენ. ისინი აპირებენ ტაქსები ტყუილად გამოიძახონ ერთადერთი მიზნით, რომ საავტომობილო გზაზე კოლაფსი გამოიწვიონ.
აქტივისტებს მითითება ჯგუფ „დაიტოვეში“ მისცეს. „ნაც მოძრაობის“ გეგმას ტაქსის მძღოლები ემიჯნებიან. დღეს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, ისაუბრეს როგორც მათ სფეროში არსებულ პრობლემებზე, უცხოელების დასაქმებაზე, ასევე დაგეგმილ ფეიკ გამოძახებებზე.
„გუშინ ღამის სამ საათზე მომივიდა SMS-ი, რომ გეგმავენ მსგავს თემას. არ ვაპირებთ, რომ ამას შევუერთდეთ. ჩვენ გვაქვს პირადი საფიქრალი, მდგომარეობა და არავინ ვუერთდებით, ვინც აქ ვართ. მოვუწოდებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მუშაობენ, რომ 16:00 საათისკენ მოერიდონ აღმაშენებლის ხეივნისკენ მოძრაობას, რადგან ფეიკ გამოძახებები იქნება ძალიან ბევრი და იტყვიან, რომ ჩვენ ამას ვუერთდებით“, – აღნიშნა ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა ჟურნალისტებთან საუბარში.