31 იანვარი, პარასკევი, 2025
31 იანვარი, პარასკევი, 2025

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ხალხს ავიაკატასტროფის გამო სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის დამწუხრებულია ვაშინგტონში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.

„ღრმად დამწუხრებული ვარ ვაშინგტონში თვითმფრინავისა და ვერტმფრენის შეჯახებით გამოწვეული ტრაგიკული კატასტროფის გამო. ჩვენი ფიქრები და ლოცვები ამ რთულ პერიოდში მსხვერპლთა და მათი ოჯახების წევრებთანაა. საქართველოს სახელით შეერთებული შტატების ხალხს დიდ სამძიმარს ვუცხადებ“, – წერს კობახიძე.

ავიაკომპანია American Airlines-ის კუთვნილი Bombardier CRJ-700 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა და მდინარე პოტომაკში ჩავარდა. თვითმფრინავის ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა. მაშველებმა მდინარიდან 18 ადამიანის ცხედრის ამოყვანა მოახერხეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები