საქართველოს ოპოზიციას, რაც შეიძლება სწრაფად დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში, პატივი სცენ თავიანთ მანდატებს და წარმოადგინონ თავისი ამომრჩევლები, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის, „გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეების“ წარმომადგენელმა, ჯორჯ ლუკაიდესმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.
ამასთან, მან მოუწოდა საქართველოს დელეგაციას რეზოლუციაში ნახსენები საკითხების შესრულებისკენ.
„მოვუწოდებთ საქართველოს დელეგაციას, კეთილსინდისიერად გააგრძელოს მუშაობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან და დაუყოვნებლივ შეასრულოს რეზოლუციაში ნახსენები ყველა გადაუჭრელი საკითხი, რომლებიც უკავშირდება ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს. კერძოდ, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. ეს უზრუნველყოფს მათ წარმომადგენლობას ამ ასამბლეაში, რაც საშუალებას მისცემს ყველა წევრს, აქტიურად შეიტანოს წვლილი ასამბლეის მუშაობაში და ხელს შეუწყობს დიალოგს ოპოზიციასა და მმართველ უმრავლესობას შორის. „გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეები“ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და საპარლამენტო კოალიციაში მყოფ ოპოზიციას, იპოვონ არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი. ჩვენ გთავაზობთ, ეს საკითხი განვაახლოთ აპრილის სესიაზე და მანამდე მხარს ვუჭერთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას“, – აღნიშნა ჯორჯ ლუკაიდესმა.