30 იანვარი, ხუთშაბათი, 2025
30 იანვარი, ხუთშაბათი, 2025

ვიქტორ ორბანის მრჩეველი: უნგრეთი საქართველოს გვერდში უდგას და ეუბნება „არა“-ს ბრიუსელის პოლიტიკურ შანტაჟს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მრჩეველი ბალაშ ორბანი სოციალური ქსელ X-ში ბუდაპეშტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილი ვიზიტს ეხმიანება და წერს, რომ უნგრეთი საქართველოს გვერდში უდგას და ეუბნება „არა“-ს ბრიუსელის პოლიტიკურ შანტაჟს.

„უნგრეთი საქართველოს გვერდში უდგას და ეუბნება „არა“-ს ბრიუსელის პოლიტიკურ შანტაჟს! საქართველო, როგორც უნგრეთი ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან უმოწყალო ზეწოლას უპირისპირდება. 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუს მინიჭების მიუხედავად, მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ არჩევნების შედეგების გამო გაიყინა. ეს არის ნათელი გზავნილი, რომ საქართველოს წევრობა ევროკავშირში ბრიუსელის ხაზის გატარებაზე დამოკიდებული“, – წერს ორბანი.

როგორც უნგრეთის პრემიერის მრჩეველი აღნიშნავს, სოროსის ქსელისა და ბრიუსელიდან მომდინარე შეტევა საქართველოს მთავრობაზე, ასევე ოპოზიციის დაფინანსება უნდა შეჩერდეს.

„ჩვენ მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და უსათუოდ: საქართველო ეკუთვნის ევროკავშირს!“, – დასძინა ორბანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები