4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ირაკლი კობახიძე: ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი სიძულვილის წინააღმდეგ, ვებრძოლოთ ანტისემიტიზმს და ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ჰოლოკოსტის მსგავსი ტრაგედიები აღარასოდეს განმეორდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს სოციალურ ქსელ X-ში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეთნიკური, რელიგიური ან სხვა საფუძვლით დისკრიმინაცია დაუშვებელია.

“დღეს, ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს, პატივს მივაგებთ მილიონობით ებრაელი მსხვერპლის ხსოვნას, რომლებიც ნაცისტური რეჟიმის მიერ იქნენ მოკლულნი. დაუშვებელია დისკრიმინაცია ეთნიკური, რელიგიური ან სხვა საფუძვლით. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი სიძულვილის წინააღმდეგ, ვებრძოლოთ ანტისემიტიზმს და ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ასეთი ტრაგედიები აღარასოდეს განმეორდეს“, – წერს კობახიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.