გიული ალასანია გიორგი ჩალაძის მხრიდან ომის მუქარაზე: ყველანაირი ფორმა მისაღებია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის მხრიდან ომის შესახებ მუქარას გამოეხმაურა. პატიმარი ექსპრეზიდენტის დედის განცხადებით, მისთვის ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შედეგს მოიტანს და შეცვლის არსებულ ვითარებას.

„ისე მაქვს ხელი ჩაქნეული ამ ქვეყანაზე, რომ მგონია, უკვე არაფერი აღარ მოიტანს შედეგს. ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის იმ ვითარებას რაშიც ჩვენ ახლა აღმოვჩნდით. ყველაფერი უნდა ისინჯოს.“ – განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს. მისივე თქმით, ჩალაძის მხრიდან გაკეთებული განცხადება ომის შესახებ არის რეალურად დანახული სურათი და არა მუქარა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...