ირაკლი ქადაგიშვილმა, გივი მიქანაძემ და პაატა სალიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა სალია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდნენ, – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვეს და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვეს.

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 25 დეკემბერს, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს კანონმდებლობის ცვლილებით, პარტიის აკრძალვისას წევრს მანდატი ავტომატურად...

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ლევან ბეჟაშვილის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს პარტიის გაუქმებისას პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ავტომატურად უწყდება,...