პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე სახელმწიფო ჰიმნს სამების საკათედრო ტაძრის გუნდი და ანსამბლი „მართვე“ შეასრულებენ – რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე ცერემონიის დეტალებზე „ქრონიკას“ ესაუბრა

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის სცენარის დეტალებზე „ქრონიკას“ ღონისძიების რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე ესაუბრა.

„ყველა მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ამ პატარა სივრცეში წარმოდგენილი იყოს ჯარი, ძალოვანი სტრუქტურები, არჩეული პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც იხმობს მას სცენაზე. რა თქმა უნდა, გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი, ფიცის დადების გარდა ეს ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. ჰიმნს შეასრულებს სამების საკათედრო ტაძრის გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით და ანსამბლი „მართვე“, – განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ.

კითხვაზე, სცენარის მიხედვით შევა თუ არა ახლად არჩეული პრეზიდენტი დარბაზში იმ კარიდან, რომელლიდანაც დარბაზისკენ კიბე ეშვება, რეჟისორმა უპასუხა: „რაღაცებს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ და პრეზიდენტის დაღმასვლა არ მაქვს გეგმაში, მინდა, რომ იყოს მხოლოდ აღმასვლა”.

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. ცერემონიის მოსამზადებელ სამუშაოებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაეცნო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს კანონმდებლობის ცვლილებით, პარტიის აკრძალვისას წევრს მანდატი ავტომატურად...

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ლევან ბეჟაშვილის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს პარტიის გაუქმებისას პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ავტომატურად უწყდება,...