27 დეკემბერი, პარასკევი, 2024
27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

ზურაბ ქადაგიძე რუსეთში ექსპორტ-იმპორტის განმახორციელებელ ქართულ ბიზნესზე: რა განსხვავებაა ხოშტარიასა და ე.წ. მეამბოხე ბიზნესმენებს შორის? არანაირი, ერთი ხელით ვითომ ყველაფერ რუსულს ებრძვიან და მეორით, კისრამდე არიან ჩაფლული რუბლებში

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, გავრცელებულ ინფორმაციას, რომლითაც ცნობილი ხდება რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის განმახორციელებელი იმ ქართული კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც პარალელურად საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, სოციალურ ქსელში აფასებს და მათ “80-იანი წლების სპეკულანტებს” უწოდებს.

ქადაგიძის თქმით, ე.წ. მეამბოხე ბიზნესსა და ელენე ხოშტარიას შორის განსხვავება არ არსებობს, ვინაიდან, ისინი ერთი მხრივ წარმოაჩენენ, თითქოს, ყველაფერ რუსულს ებრძვიან, მეორე მხრივ კი, “კისრამდე არიან ჩაფლული რუბლებში.”

“80-იანი წლების “სპეკულანტები” არიან, არაფერი აქვთ საერთო, პატიოსან ბიზნესთან.
ამათაც ისე არ ეცოდინებათ, საკუთარი პროდუქცია, როგორ მოხვდა რუსულ ბაზარზე, როგორც ჭყონიას.
რუსულ ბაზარზე, რომ პროდუქცია შეიტანო, მინიმუმ ორი(განსაკუთრებული) აუცილებელი დოკუმენტია საჭირო :
1• წარმომავლობის დამადასტურებელი.
2 • ხარისხის დამადასტურებელი.
ორივე დოკუმენტს ადგილზე, საწარმო გასცემს.
ანუ – როგორც ჩვენებურმა ელტონ ჯონმა არ იცის, საიდან მოხვდა ქართული “კოკა-კოლა” რუსულ ბაზარზე, ისე არ იციან სხვა დანარჩენებმაც!
რა განსხვავებაა ლяკა ხოშტარიასა და ე.წ. მეამბოხე ბიზნესმენებს შორის?
არანაირი – ერთი ხელით ვითომ ყველაფერ რუსულს ებრძვიან და მეორით, კისრამდე არიან ჩაფლულები რუბლებში.
მოკლედ, ვანო მერაბიშვილის თქმისა არ იყოს, ფულს სუნი არ უდისო, მაგრამ სინდისი, როცა გიყროლდება, იმას არაფერი შველის!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები