ექსპერტი ნინო ფოჩხუა ეხმიანება შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის, კარლ ბილდტის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.
ფოჩხუას თქმით, კარლ ბილდტის აღნიშნული განცხადება შეურაცხმყოფელია და გამოხატავს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ერთადერთ სურვილს, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიით დაინტერესებას და მას ქართველი მოსახლეობის მიმართ სხვა ინტერესი არ აქვს.
„ უყურე შენ
მედასავლეთელებო და შიგევროპელებო, ეს რა გაკადრათ ამ კორუმპირებულმა ყოფილმა, თქვენც ფეხებზე გვკიდიხართ, როგორც საქართველოს მთელი მოსახლეობა, მხოლოდ ტერიტორია ხართ, რომელიც ჩვენს ინტერესებშიაო?“- წერს ნინო ფოჩხუა.