აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სიკვდილმისჯილი 37 პატიმარის სასჯელის შემსუბუქების გამო გააკრიტიკა.
„ჯო ბაიდენმა ახლახან შეუმსუბუქა სიკვდილით დასჯა ჩვენი ქვეყნის 37 ყველაზე საშინელი მკვლელს. როცა თითოეულის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ გაიგებთ, ვერ დაიჯერებთ, თუ რა ქნა მან. ეს უაზრობაა. ნათესავები და მეგობრები სულ უფრო გულდაწყვეტილნი არიან. ისინი ვერ იჯერებენ, თუ რა ხდება!“, – დაწერა ტრამპმა მის სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ბაიდენმა გუშინ სიკვდილმისჯილ 37 პატიმარს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალა.