კახა კალაძე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ეუთო/ოდირის დასკვნის შეფასებაზე: ამ დასკვნის მიხედვით პირდაპირ, თეთრზე შავით წერია, რომ არჩევნები იყო მრავალპარტიული

„რაც შეეხება ეუთო/იდირის დასკვნას, პირდაპირ, თეთრზე შავით წერია, რომ არჩევნები იყო მრავალპარტიული, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა, გაეკეთებინა არჩევანი, პროცესი მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას, როდესაც მას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის მიხედვით საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები უნდა შეასრულოს.

თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას, ორმხრივად ითანამშრომლოს ეუთო/ოდირის მხრიდან მოწოდებული რეკომენდაციების შესასრულებლად.

„არაფერი განსხვავებული, რაც იყო შუალედური დასკვნა, რაც იყო გაკეთებული განცხადებები არჩევნების შემდეგ. რეკომენდაციები რაც არის მოწოდებული, აქ საუბარია იმაზე, რომ ეუთო/ოდირი აპირებს თანამშრომლობას არჩეულ ხელისუფლებასთან და ამავდროულად, ჩვენც გამოვთქვამთ მზაობას ვითანამშრომლოთ და თუ კი რაიმე გასაუმჯობესებელია, ამ მიმართულებით მზად ვართ, ვიმუშავოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, შევქმნათ ახალი პროგრამები, გამოვიყენოთ...

მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს, -...