23 დეკემბერი, ორშაბათი, 2024
23 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი – მესმის მოთხოვნები და არ ვუერთდები ამ მოთხოვნას, რომ ლარი ჩამოვაქციოთ – არ ვუერთდები პეტიციას

ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა, ეს სწორად მიგაჩნიათ თქვენ? – ეს ნალოლიავები, 30 წელი ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეს ქვეყანა – ჩამოვაქციოთ ლარი – მესმის მოთხოვნები და არ ვუერთდები ამ მოთხოვნას, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი იაშვილმა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე განაცხადა.

იაშვილის თქმით, ის არ უერთდება ბიზნესმენების ნაწილის პეტიციას.

„დამპატიჟეს და მოვედი. 30 წელიწადია, ასეთ რეჟიმში ცხოვრობს ეს ქვეყანა, ჩვენც მათ შორის. ახლა მინდა, გავიგო, მომავალში ჩვენ რა გველოდება, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორ მივხედოთ ეკონომიკას. ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა, ეს სწორად მიგაჩნიათ თქვენ? – ეს ნალოლიავები, 30 წელი ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა და ლარი. ჩამოვაქციოთ ლარი – მესმის მოთხოვნები და არ ვუერთდები ამ მოთხოვნას, რომ ლარი ჩამოვაქციოთ.

მე არ ვიცი პოლიტიკა ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა თავის საქმეს უნდა მიხედოს, ოღონდ ისე, რომ მე ვიყო კმაყოფილი. მე არ ვუერთდები პეტიციას“, – განაცხადა ირაკლი იაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები