23 დეკემბერი, ორშაბათი, 2024
23 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

მამუკა მდინარაძე: რიგგარეშე არჩევნებზე ჩვენ არც ვფიქრობთ, წარმოუდგენელია, სასაცილოდ არ გვყოფნის. იმიტომ არა, რომ მე ირონიას გამოვხატავ. არ შეიძება სერიოზული ლაპარაკი ამ თემაზე

რიგგარეშე არჩევნებზე ჩვენ არც ვფიქრობთ, წარმოუდგენელია, სასაცილოდ არ გვყოფნის. იმიტომ არა, რომ მე ირონიას გამოვხატავ. არ შეიძება სერიოზული ლაპარაკი ამ თემაზე, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

„რატომ უნდა იყოს რიგგარეშე არჩევნები?, საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს, თუ გაყალბდა უნდა ჩაატარო ახალი არჩევნები. 300 000 ხმა რომც გაყალბებულიყო მაინც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, ამ სისულელის დაშვების შემთხვევაშიც არ ჰყოფნიდათ. რასაც ისინი ამბობენ ამის 1%-საც ვერ ადასტურებენ. სიგიჟე უნდა იყოს საფუძველი და ვიღაცამ იფიქროს არჩევნების დანიშვნაზე? – გამორიცხულია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები