23 დეკემბერი, ორშაბათი, 2024
23 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

სალომე ზურაბიშვილი: მე ვარ და ვრჩები მთავარსარდლად

მზად ვარ, დავჯდე და ვიპოვო გამოსავალი, თუ როგორ დაინიშნოს არჩევნები, თუმცა გადაწყვეტილება 29 რიცხვამდე უნდა იყოს შეთანხმებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„არჩევნები არ შედგა: ამჟამინდელი კრიზისის გადასაჭრელად ერთადერთი ფორმულაა, საყოველთაოდ აღიარებული თითოეულ დემოკრატიულ ქვეყანაში, ახალი არჩევნები! მზად ვარ, დავჯდე და ვიპოვო გამოსავალი, თუ როგორ დაინიშნოს არჩევნები, თუმცა გადაწყვეტილება 29 რიცხვამდე უნდა იყოს შეთანხმებული. 29-ისთვის ჩვენ ყველას გვექნება შესაძლებლობა, ეს ქვეყანა წინ წავწიოთ, გავხადოთ საქართველო დემოკრატიის, შერიგებისა და პროგრესის გლობალური მაგალითი! საქართველო არასდროს ნებდება, როდესაც სიმართლეს იცავს. საქართველო მართალია – თქვენ მართლები ხართ! რას გავაკეთებ: მე ვარ და ვრჩები ხალხის ერთგული, არამხოლოდ მათი, ვინც დღეს აქაა, არამედ ყველა ქართველის. ეჭვი არავინ შეიტანოს, რომ მე ვარ და ყოველთვის ვიქნები ყველას პრეზიდენტი! რას გავაკეთებ: მე დავრჩები ქართული არმიის ერთგული, მისი ვეტერანების, ჯარისკაცებისა და მტკიცე პარტნიორების, რომელთაც ააგეს და გააძლიერეს ის. მე ვარ და ვრჩები მთავარსარდლად!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები